დავით კოდუა - ზუგდიდის მერის სტიპენდია 129 წარჩინებულ სტუდენტს მივანიჭეთ


ავტორი
Front News საქართველო
ზუგდიდის მერის სტიპენდია 129 წარჩინებულ სტუდენტს მიენიჭა. შესაბამისი გადაწყვეტილება სპეციალურმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო. ინფორმაციას ზუგდიდის ახალარჩეული მერი დავით კოდუა ფეისბუკის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.
„ზუგდიდი მერის სტიპენდია 129 წარჩინებულ სტუდენტს მივანიჭეთ. თითოეულ მათგანს ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება პირადად მივულოცე. ჩვენი თანადგომა მუნიციპალიტეტის წარჩინებულ სტუდენტების მიმართ კიდევ უფრო მეტად გაიზრდება. ჩვენ გავაძლიერებთ ჩვენი სტუდენტი ახალგაზრდების აქტიურ ხელშეწყობას.
ჩვენ გვექნება ერთადერთი თხოვნა ამ ახალგაზრდებთან, სწავლის დასრულების შემდეგ დაბრუნდნენ ზუგდიდში და მათი განათლება ჩვენი მუნიციპალიტეტის მეტად განვითარებას მოახმარონ.
სტუდენტისთვის მერის სტიპენდიის მინიჭება სპეციალური კომისიის მიერ ხდება. ჩვენი სტიპენდიით სარგებლობა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივ, დევნილ) სტუდენტს შეუძლია, რომელიც ავტორიზებულ უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო, სამაგისტრო ან სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლობს“, - წერს დავით კოდუა.
თაგები:
დავით კოდუა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა