დავით მახარაძე - გუგლში ელ-ჩაპოც იძებნება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ქალაქის მერად! ასე რომ, გუგლში ნუ ეძებთ კანდიდატებს!


ავტორი
Front News საქართველო
"გუგლში ელ-ჩაპოც იძებნება, მაგრამ ღმერთმა ნუ ქნას ქალაქის მერად! ასე რომ, გუგლში ნუ ეძებთ კანდიდატებს!“ - ასე უპასუხა ბათუმის საკრებულოს იურიდიულ და საპროცედურო კომისიის თავმჯდომარემ დავით მახარაძემ ვაჟა დარჩიას, რომელმაც განაცხადა, რომ ბათუმის მერობის კანდიდატი "გუგლის“ საძიებო სისტემაში არ იძებნება.
დავით მახარაძემ დასძინა, რომ ვაჟა დარჩიას გაღიზიანების მიზეზი, ალბათ, დღეს გავრცელებულმა ინფორმაციამ გამოიწვია, რომლის თანახმადაც ხაზარაძე/ჯაფარიძის პარტნიორმა აშშ-ში წაგებული არბიტრაჟის თანხა, 6 მილიონ ნახევარი დოლარი საქართველოს გადაუხადა. კანონმდებლობით, მათ შეეძლოთ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გასაჩივრება, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
თაგები:
დავით მახარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს