დავით მათიკაშვილი - გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს მის გარეშე

ავტორი
Front News საქართველო
დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ, - ამის შესახებ "იმედთან" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა 20 ივნისის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, გიორგი გახარიას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ქართული საზოგადოება ყველა მის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული, მოსთხოვს.
"ცალსახაა, რომ ის, ვინც გასცემდა ბრძანებებს, ვინც მართავდა, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს გახარიას პარტიის წარმომადგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ და საზოგადოებას შეასაღონ როგორც სიმართლე. გახარიამ ტყუილები და გაქცევა არის ძალიან ახლოს მდგომი მოცემულობა. მისი გაქცევა, ღალატი არაერთგზის გვაქვს ნანახი, მას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ქართული საზოგადოება ყველა მის მიმართ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული, მოსთხოვს“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი იმართება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც შეეხება ბრალდების მხარეს. პროკურორი საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მიუთითებს.
თაგები:
დავით მათიკაშვილი




