დავით მათიკაშვილი - კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე

ავტორი
Front News საქართველო
კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მათიკაშვილის თქმით, კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა.
„ის მძიმე გამოწვევები, რომლებიც ევროკავშირს გააჩნია, ის ტურბულენტური გარემო, რომელიც არის ზოგადად შექმნილი, რა თქმა უნდა, ავალდებულებს ევროკავშირს მეტად უფრო საზრიანი, გამჭრიახი და სწორი პოლიტიკა აწარმოოს საგარეო მიმართულებით. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ აბსოლუტურად მდარე, აბსოლუტურად უსაგნო და შეგვიძლია პირდაპირ დავარქვათ, არა ევროკავშირის, არამედ არაფორმალური ძალების ინტერესებისთვის მავნებელ პოლიტიკას.
კარგად გვახსოვს კაია კალასის მხრიდან უამრავი უსამართლო თავდასხმა ჩვენს საზოგადოებაზე. კაია კალასის ქმედებები არ შეესაბამებოდა ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობის იმ ჯანსაღ გარემოს, რომლის შექმნისთვისაც საქართველო წლების განმავლობაში იღვწოდა“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი




