Logo

დავით მათიკაშვილი - ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს დანაშაულები, ისევ ტყუილებით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს

პოლიტიკა
113
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილს და მის სადისტურ რეჟიმს ხელები აქვს გასვრილი ქართველი ხალხის სისხლში.  ჩვენ გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები თბილისის ქუჩებში და არა მხოლოდ. ჩვენ გვახსოვს მიტაცებული ბიზნესი, ჩვენ გვახსოვს წამება, რომელსაც სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში. ჩვენ  გვახსოვს ოკუპანტისთვის გადაცემული ტერიტორიები, - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით.

მათიკაშვილის განცხადებით, ყველას კარგად ახსოვს მიხეილ სააკაშვილის და მისი სისტემის მიერ მოკლული და ნაწამები ახალგაზრდები, ნაცვლად იმისა, რომ მან მოინანიოს ჩადენილი დანაშაულები ის კვლავ ნაცარს აყრის საზოგადოებას თვალებში.

"დანაშაულების კასკადი, რომლებიც მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ ხალხს, ერს, თავზე დაატეხა და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მისთვის სინდისს არანაირი ღირებულება არ გააჩნია. ის წარმოადგენს ჩვეულებრივ დამნაშავე, კრიმინალს, რომელსაც საკუთარი ერის სისხლში აქვს ხელები გასვრილი და დღეს ცდილობს თავი გაიმართოს არა და ყველა ძალიან კარგად გვახსოვს მოკლული ახალგაზრდები, მოკლული ვაზაგაშვილი, ნაწამები მოლაშვილი და რომელი ერთი ჩამოვთვალო. რამდენი ათეულობით და ასეულობით მოკლული ახალგაზრდა და წამება, რომელზეც ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სტრასბურგში თქვა რომ ის გაოგნებას ვერ მალავდა იმდენად სისტემური ხასიათი ჰქონდა 2012 წლამდე წამებას და ამავდროულად მიხეილ სააკაშვილი დემოკრატიის შუქურად იყო აღიარებული დასავლეთში. ეს არის ცინიზმი და დაცინვა ქართველი ხალხის, რაც მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ იკადრა და ამდენი დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ნაცვლად იმისა, რომ მოინანიოს, საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს, გაიხსენოს ყველაფერი მის მიერ ჩადენილი დანაშაულები და მისი სისტემის მიერ დანგრეული და აოხრებული ეს ქვეყანა, ის ნაცვლად ამისა ეცადა კვლავ საკუთარი თავის გამართლებას ისევ ტყუილებით და უსინდისობით ცდილობს საზოგადოებას თვალებში ნაცარი შეაყაროს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები