დავით მათიკაშვილი - ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი


ავტორი
Front News საქართველო
ნებისმიერი გამოვლინების მიმართ, რომელიც კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.
უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა "იმედის" ინფორმაციას, რომ კაპროვანის სანაპიროსთან მიმდინარეობს ტრენინგი, რომლის თემა ხელისუფლების შეცვლაა.
"ისინი საკუთარი მიზნებს ცხადია ვერ მიაღწევენ და ყველა ის რესურსი, რომლითაც სარგებლობენ რადიკალები, იქნება ეს ქვეყნის შიგნიდან თუ ქვეყნის გარედან შემოსული, ბუნებრივია, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯია. თუკი ნებისმიერი პროტესტი იქნება კანონის ფარგლებში, ქვეყანა არის დემოკრატიული და ეს გასაგებია. როგორც კი ეს კანონის ფარგლებს გაცდება, სახელმწიფო იქნება ადეკვატური, მკაცრი და სამართლიანი ნებისმიერი ასეთი გამოვლინების მიმართ“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს