დავით მათიკაშვილი - ყველას, ვინც ჩათვლის, რომ აქვს უფლება, უკანონობით მიაღწიოს საწადელს, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო სამართლებრივი პასუხი გაეცემა


ავტორი
Front News საქართველო
რადიკალური ოპოზიცია ძალიან სუსტია, არანაირი რესურსი, რომ დემოკრატიული, სამართლებრივი არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოვიდეს, არ აქვს, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
როგორც მან განმარტა, სწორედ სისუსტის გამო, ოპოზიცია მუდმივად ეძებს არაკონსტიტუციურ გზებს, რათა ქვეყანაში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა, სახელმწიფო ყველას სათანადო სამართლებრივ პასუხის გასცემს, ვინც ჩათვლის, რომ უკანონო გზებით მიზნის მიღწევის უფლება აქვს.
"ეს სისუსტე, მუდმივად კონვერტირდება სწორედ მათ სურვილში, არალეგალური გზებით, კონსტიტუციის გვერდის ავლით გაატარონ ქვეყანაში საკუთარი ინტერესები. ამას, რა თქმა უნდა, რეალურად შედეგის დადგომა არ უწერია, იმიტომ, რომ სახელმწიფოს მხრიდან, ყველას, ვინც ჩათვლის, რომ აქვს უფლება, უკანონობით მიაღწიოს საწადელს, სათანადო სამართლებრივი პასუხი აუცილებლად გაეცემა.
ხაბეიშვილმა ჩაიდინა ის საქციელი, რაც პირდაპირ აღწერილია სისხლის სამართლის კოდექსში. შესაბამისად, ყველა, ვინც ჩაიდენს დანაშაულს, ბუნებრივია, პასუხისმგებლობას ექვემდებარება და პოლიტიკოსის მანტია, ვერავისთვის იქნება ინდულგენცია. ხაბეიშვილის და ბურჭულაძის ტანდემი, ერთმანეთის გამხნევებად რჩება და ამის იქით ვერ მიდის ვერც საზოგადოებრივი ნდობის, ვერც პოლიტიკის ეფექტიანობის და ვერც არჩევნებისთვის მომზადებულობის კუთხით. რეალურად, თუკი რომელიმე ძალაზე შეიძლება ითქვას "პოლიტიკურად ჩარეცხილი", ეს არის რადიკალიზმი, რომელიც სულს ღაფავს საქართველოში და 4 ოქტომბრის შემდეგ, შეიძლება გაქრეს კიდეც", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
თაგები:
დავით მათიკაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს