Logo

დავით ნარმანია - ვფიქრობთ, დავადგინოთ ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული ტარიფები შევინარჩუნოთ დენზე მომდევნო სამი თვის განმავლობაში

ბიზნესი-ეკონომიკა
205
Frontnews image description

ვფიქრობთ, დავადგინოთ ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში, ხოლო ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა, - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ განაცხადა.

მისივე თქმით, კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებსა და ცალკეული თემების დაზუსტებაზე.

“ბოლო დღეებია, კომისია ინტენსიურად მუშაობდა სატარიფო საკითხებზე, ცალკეული თემების დაზუსტებაზე. გარდა ამისა, გვქონდა კონსულტაციები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან.

ელექტროენერგიის გამანაწილებელმა კომპანიებმა წერილობით გამოგვიგზავნეს თხოვნა ამ პროცესის სამი თვით გადავადებასთან დაკავშირებით, ვინაიდან არ არის დაზუსტებული ელექტროენერგიის ბალანსები, ის, თუ როგორი იქნება მოსალოდნელი გენერაცია მომდევნო წელს, აქედან გამომდინარე, კომისია დღეს იმსჯელებს და ვფიქრობთ, დავადგინოთ ტარიფები, რაც ნიშნავს იმას, რომ დღეს არსებული დადგენილი ტარიფები შევინარჩუნოთ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ელექტროენერგიის სექტორში, ხოლო ბუნებრივ აირზე ისედაც არ იყო მოსალოდნელი ტარიფების ზრდა”,  - განაცხადა დავით ნარმანიამ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები