
ავტორი
Front News საქართველო
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრ გიორგი ძაძამიასთან ერთად, თბილისის ზღვაზე მდებარე ბაგა-ბაღსა და საპატრიარქოს პატრონაჟის ქვეშ მყოფ ბავშვთა თავშესაფარს - „კიდევაც დაიზრდებიან“ ესტუმრნენ. ამერიკული საერთაშორისო ფონდის - „კეთილი სამარიტელი“ და პარტნიორი კომპანიების მხარდაჭერით, აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებს საჩუქრები და სასურსათო პროდუქტები გადასცეს.
ჰუმანიტარულ აქციაში, ასევე, მონაწილეობდნენ არქიმანდრიტი ღვთისავარ გობეჯიშვილი, პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე, ამერიკული საერთაშორისო ფონდ „კეთილი სამარიტელის“ წარმომადგენლები.
"განსაკუთრებული იყო აფხაზეთიდან დევნილ ბავშვებთან შეხვედრა და მათი გულწრფელი ღიმილის ნახვა. ბედნიერი ვარ, რომ მცირედით მაინც შევძელით მათი გახარება.
მადლობას ვუხდი ამერიკულ საერთაშორისო ფონდს - „კეთილი სამარიტელი“, ინდივიდუალურ მეწარმე მანანა ღვინცაძეს, „მეგაკომპანის“, „დიელ სერვისს“ და სხვა პარტნიორ კომპანიებს მხარდაჭერისთვის, რომლებმაც აფხაზეთიდან დევნილი ბავშვების გასახარებლად სრულიად უსასყიდლოდ გადმოგცეს საჩუქრები.
მჯერა, რომ ასეთი კეთილი ინიციატივები და თანამონაწილეობა, სამაგალითო იქნება სხვა კომპანიებისთვისაც, რათა ერთობლივი ძალისხმევით, უფრო მეტი შევძლოთ აფხაზეთიდან დევნილების მხარდასაჭერად“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.
თაგები:
დავით ფაცაცია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს