Logo

დავით რაზმაძე - მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ

პოლიტიკა
205
Frontnews image description

"მადლობა ღმერთს, რომ რუსი მშვიდობისმყოფელები გორში შემოვიდნენ, თორემ მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ", - ამის შესახებ გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ New York Times-თან ინტერვიუში განაცხადა. 

"ისინი აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ – განაცხადა დავით რაზმაძემ.

გამოცემა აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით "როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე“.

New York Times წერს, რომ დავით რაზმაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა.

"ეს ყველაფერი მიშას ბრალი იყო. ის შეგნებულად წავიდა პროვოკაციაზე“, – განაცხადა რაზმაძემ.

როგორც გამოცემა წერს, 90-წუთიანი ინტერვიუს დროს რაზმაძემ მოახერხა სააკაშვილის დადანაშაულება ყველაფერში – ეკლესიაში მრევლის შემცირებიდან დაწყებული მუნიციპალური შადრევნების ხარჯების გადაჭარბებით დამთავრებული.

Advertisement