დავით სუჯაშვილი - ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია მე არ მქონდა


ავტორი
Front News საქართველო
დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსი დავით სუჯაშვილი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში გამოიკითხა.
სუჯაშვილის თქმით, ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ ჰქონია.
"ჩატარდა რეფორმა, რითაც შეიქმნა ახალი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რამაც თავისი პერიოდი წაიღო. ამ საბჭოს პირველი შეხვედრა, რომელიც მაისში გაიმართა, საორგანიზაციო ხასიათის იყო.
საგუშაგოს გახსნასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გამაჩნდა, მედიის საშუალებით გავიგე. დაზვერვის სამსახური, ისევე როგორც სხვა სპეციფიკური სამსახურები, მუშაობენ თავიანთ ჩარჩოებში, დაზვერვის სამსახური სადაზვერვო ინფორმაციას მოიპოვებს საზღვრებს მიღმა, დაზვერვის სამსახური აქტიურად არის ჩართული არაღიარების მიმართულებით, ამიტომ ეს ინფორმაცია რომ არ მქონდა, პრობლემას ვერ ვხედავ. საგუშაგოს აღმართვასთან დაკავშირებით ინფორმაცია ღია წყაროებიდან გავიგე, კარგი იქნებოდა, რომ მანამდე მცოდნოდა.
კანონია, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ, ეს კანონი არეგულირებს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობას, დაზვერვის სამსახურის უფროსი მუდმივი წევრია ამ საბჭოსი, აქედან გამომდინარე დამიბარეს პროკურატურაში.
ყველა სპეცსამსახური მუშაობს თავის ჩარჩოებში, არასწორად მიმაჩნია, როდესაც ერთი სამსახური, მეორე სამსახურის საქმიანობაში ერევა, საოკუპაციო ხაზზე მუშაობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ანალიტიკური დეპარტამენტი. ეს პროცესი საზღვრებს შიგნით ხდება, საზღვრებს იქით მუშაობს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ჟენევის ფორმატი ხომ გაგიგიათ? აი ამ კუთხით.
მე ამ საკითხს გლობალურად განვიხილავ, საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია მეზობელი ქვეყნის მხრიდან და ბორდერიზაცია ხორციელდება. კანონში წერია, რომ საბჭომ მსგავსი საკითხი უნდა განიხილოს, ანუ არა მარტო უსაფრთხოების კუთხით არის მნიშვნელოვანი საკითხი. ჩემთვის, თქვენთვის და ყველასთვის ბორდერიზაცია მტკივნეული საკითხია", - განაცხადა დავით სუჯაშვილმა.
თაგები:
დავით სუჯაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს