დავით ზურაბიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისთვის მისწრებაა ბოიკოტი არჩევნების


ავტორი
Front News საქართველო
დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისთვის მისწრებაა ბოიკოტი არჩევნების, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა დავით ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის რისკებზე ოპოზიცია კულუალურად უნდა მსჯელობდეს.
"დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებისთვის მისწრებაა ბოიკოტი არჩევნების. თუ მიიღებს ოპოზიცია მონაწილეობას, რა თქმა უნდა, ამას თავისი რისკები ახლავს და არცთუ ცოტა, მაგრამ ეს დასათვლელია - რა რისკებია, ვინ მონაწილეობს, როგორ და ამაზე მსჯელობა უნდა იყოს ცოტა კულუალურად.
ხელისუფლების სასარგებლოდ დასრულდება, ყველა ვარიანტში და ვინ უფრო დაზარალდება - ვინც მიიღებს მონაწილეობას, თუ ვინც არ მიიღებს, ეს კიდევ საკითხავია. მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ისინი უფრო დაზარალდებიან, ვინც მონაწილეობას მიიღებენ, თუმცა სასურველია, აქ შედგეს კონსენსუსი", - განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.
თაგები:
დავით ზურაბიშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა