დავით არახამია – “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის უმაღლესი რადას მმართველი ფრაქცია “ხალხის მსახურის” ხელმძღვანელი დავით არახამია “ქართული ოცნების” მიერ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ეხმაურება.
“საქართველოს პრეზიდენტის ევროპულ ტურნეზე “ქართული ოცნების” რეაქცია სრულიად აშიშვლებს იმ რეალობას, რომ დღეს ივანიშვილი და მის უკან მდგარი რუსეთი ათამაშებენ 2013 წლის იანუკოვიჩის სცენარს, ოღონდ პირიქით: რაკიღა ახსოვთ იანუკოვიჩის ისტორიის დასასრული, თვითონ ღიად ვერ ამბობენ უარს სტატუსზე, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს ევროკავშირმა უთხრას უარი სტატუსის მინიჭებაზე.
ამ მიზნით სტატუსის საქართველოსთვის მინიჭების გადაწყვეტილება მომწიფდება თუ არა, იჭერენ ქვეყნის ყველაზე გავლენიან და კრიტიკულ ჟურნალისტს, იღებენ რუსულ კანონს, აღადგენენ ფრენებს რუსეთთან. და ახლაც, როცა მორიგ ჯერზე გაჩნდა შანსი, მიუხედავად რუსული და ანტიდემოკრატიული მთავრობისა, ქართველმა ხალხმა მისი უდიდესი სურვილისა და ისტორიული დამსახურების გამო მიიღოს სტატუსი, მთავრობა საბოტაჟის მორიგ და ყველაზე სამარცხვინო აქტს ახორციელებს.
სავსებით ცხადია, რომ “ქართული ოცნება” იბრძვის იმისთვის, რომ შეასრულოს რუსული დაკვეთა და საქართველო ევროპული სტატუსის გარეშე დატოვოს”, – წერს არახამია.
თაგები:
დავით არახამია

„ქართული ოცნება“ – საქართველო აუცილებლად გახდება ერთიანი, ეკონომიკურად ძლიერი, ეროვნულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ ფასეულობებზე დაფუძნებული, ევროპული სახელმწიფო

არახამია – ჩემი გამოსვლების 70% ეთმობა უკრაინას, 30% კი საქართველოს, მუდმივად ვეუბნები ჩვენს პარტნიორებს, რომ საქართველო არ უნდა დაგვავიწყდეს

ეკა ბესელია – ყველამ გაიგო, რომ “ქართული ოცნება” არის წინააღმდეგი საქართველოს ევროპული მომავლის და ახლა ყველა გზავნილი არის ხალხისთვის