
ავტორი
Front News საქართველო
რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს უკრაინის რადას დეპუტატმა, ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარემ დავით არახამიამ მიმართა.
“გამარჯობა, საქართველო აუცილებლად იქნება ევროპაში!
საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ადგილი ზუსტად რომ ევროპაშია. სწორედ ევროპისთვისა და ევროპაში ადგილის დამკვიდრებისთვის იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, ჩემი წინაპრებიც.
უკრაინა და ჩემი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რომ საქართველო დიდ ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.
ძალიან საწყენია იმის გააზრება, რომ ქართველები ერთი ოლიგარქის ტყვეობაში მოექცნენ. სხვათაშორის, მისი ოჯახის წევრების უმეტესობა ევროკავშირის ტერიტორიაზე ცხოვრობს. ქართველები კი შანსს კარგავენ და უნდა ელოდონ.
ვიმედოვნებ, რომ ქართველები თავიანთი მთავრობის ქმედებებს სწორად შეაფასებენ”, – განაცხადა დავით არახამიამ.
თაგები:
დავით არახამია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს