დავით არახამია – უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებად ხედავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინა უსაფრთხოების გარანტორებად ხედავს გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის რუსეთს, – ამის შესახებ უკრაინის მმართველი ფრაქციის ლიდერმა დავით არახამიან სტამბოლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინის უსაფრთხოების სავარაუდო გარანტორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და რამდენიმე მათგანმა უკვე გასცა წინასწარი თანხმობა.
“ჩვენ უსაფრთხოების გარანტორ ქვეყნებად ვხედავთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს – ეს არის დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, და რუსეთის ფედერაციაც ამაში შედის, თუმცა ამაზე ცალკე ვილაპარაკებთ, ასევე აშშ, საფრანგეთი, თურქეთი, გერმანია, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი“, – განაცხადა არახამიამ.
მისივე თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ შეთანხმება იქნება ღია, თუ სხვა ქვეყნები ისურვებენ მასთან მიერთებას.
უკრაინის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიები დროებით არ გავრცელდება დონბასის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ყირიმსა და სევასტოპოლზე.
თაგები:
დავით არახამია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს