
ავტორი
Front News საქართველო
ის, რაც დღეს ხდება, აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი – თითოეული გამვლელი, თითოეული მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს ესალმება და მხარს უჭერს, ამ აქციის მონაწილეა, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დეპუტატი დავით ბაქრაძე წერს.
“ამდენი წელია, საპროტესტო აქციებში ვმონაწილეობ და არასდროს, არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ გაუბედია ის, რასაც აკეთებენ ეს ახალგაზრდები – ქალაქში მოძრაობის პარალიზება.
არ გაუბედია, იმიტომ რომ ამას აუცილებლად მოჰყვებოდა ჩხუბი და კონფლიქტი გამვლელებთან და მანქანების მძღოლებთან, რომელთაც ყველას თავის საქმეზე ეჩქარება.
ის, რაც დღეს ხდება, აღარ არის მხოლოდ ახალგაზრდების პროტესტი – თითოეული გამვლელი, თითოეული მძღოლი, რომელიც ახალგაზრდებს ესალმება და მხარს უჭერს, ამ აქციის მონაწილეა.
ხმა ერისა, ხმა ღვთისა! დამთავრებულია რუსული სიბნელე ამ ქვეყანაში!
თქვენ შემოგევლეთ ახალგაზრდებო!
მადლობა ამ ქვეყნის პატრიოტო მოქალაქეებო, ვინც საკუთარ მანქანებში საცობში დგახართ, მაგრამ თქვენს შვილებს და ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერთ!”, – წერს ბაქრაძე.
აქციის მონაწილეები პარლამენტთან შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით გადაინაცვლეს იუსტიციის სახლისკენ, შემდეგ გმირთა მოედნისკენ და თსუსთან, საიდანაც მსვლელობით კვლავ საკანონმდებლო ორგანოსთან დაბრუნდნენ.
თაგები:
დავით ბაქრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს