დავით ბაქრაძე – პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა წარმოუდგენელია, ამაზე პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა წარმოუდგენელია, დღეს ამაზე პასუხი და პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ პრეზიდენტის მიერ გამართული საახალწლო მიღების შემდეგ განაცხადა.
ბაქრაძე იმედოვნებს, რომ ამ საკითხების განხილვა პრეზიდენტთან პარტიების ინდიციდულაურ ფორმატში შეხვედრებისას მოხდება.
“პოლიტიკური დევნის დასრულების გარეშე ეროვნული თანხმობა წარმოუდგენელია. დღეს ამაზე პასუხი და პრეზიდენტის შეფასება ვერ მოვისმინე. მისი მხრიდან არსებობს მზაობა, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად გაიაროს პარტიებთან შეხვედრის დროს. მე არ მინდა, რომ კარი დავხურო, არ მინდა ვთქვა, რომ საბოლოო იყო რაც მოვისმინე. არა, ეს იყო დასაწყისი, იმედი მაქვს, როდესაც ჩვენი შეხვედრა შედგება ყველაფერს დეტალურად გავივლით”, – განაცხადა ბაქარაძემ.





