დავით ბაქრაძე – საზოგადოებას სრული უფლება აქვს, მშვიდობიან პროტესტს მიმართოს

ავტორი
Front News საქართველო
ნაბიჯებით, რასაც ხელისუფლება დგამს, ყველანი ერთად სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო კატასტროფისკენ მივექანებით, – ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლება არც ერთ ნაბიჯს არ დგამს იმისკენ, რომ ქვეყანას მისალოდნელი კრიზისი თავიდან ააცილოს, ამ ვითარებაში კი, საზოგადოებას აქვს სრული უფლება, გამოხატოს პროტესტი.
“ჩემი მყარი პოზიციაა, რომ სახელისუფლო ცვლილებები არჩევნების გზით უნდა მოხდეს, მაგრამ იმისთვის, რომ არჩევნები იყოს სამართლიანი, არჩევნები არ გაყალბდეს და თავიდან ავიცილოთ 90-იანი წლების კატასტროფაში დაბრუნება, საზოგადოებას სრული უფლება აქვს მშვიდობიან პროტესტს მიმართოს.
ელენე ხოშტარიამ პროტესტის მძიმე და რადიკალური ფორმა აირჩია. მისი გადაწყვეტილება, დაიწყოს შიმშილობა მისი პოლიტიკური რწმენის გამო და იმის გამო, რომ ქვეყანას მოსალოდნელი კატასტროფა აარიდოს თავიდან, დიდ პატივისცემას და მხარდაჭრას იმსახურებს”, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
თაგები:
დავით ბაქრაძე




