დავით ბაქრაძე – ვუერთდები ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობის ერთობას, რომ ბრძოლა გაგრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ერთიანობა და საერთაშორისო პარტნიორების პოზიცია “ქართული ოცნების” დამარცხებისთვის მთავარი ფაქტორებია.
“გუშინდელი გადაწყვეტილებით “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საკუთარი პარტიული ინტერესისთვის ეს გუნდი მზად არის, ქვეყანა შეიყვანოს დაძაბულობის და არასტაბილურობის სპირალში. მზად არის, ქვეყანას მოუტანოს დამატებითი პრობლემები. მზად არის წავიდეს ჩვენს მთავარ მოკავშირეებთან, დასავლეთთან დაპირისპირებაზე და ეს ყველაფერი გააკეთოს მხოლოდ საკუთარი პარტიული ინტერესებიდან გამომდინარე.
გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყველა ერთად, კიდევ ერთხელ შევედით ბეწვის ხიდზე, საიდანაც ქვეყანა შეიძლება გადაიჩეხოს, გადაიჩეხოს დაპირისპირების, პოლარიზაციის და ძალადობის უფსკრულში, საიდანაც ამოსვლის შანსი შექმნა სწორედ 19 აპრილის შეთანხმებამ და გუშინ ეს შანსი “ქართულმა ოცნებამ” დაანგრია და გადაიჩეხოს დასავლეთთან დაპირისპირებაში, რაც ნიშნავს ამ ქვეყნის ევროპული, ევროატლანტიკური მომავლისთვის უზარმაზარ საფრთხეს და ნიშნავს პირდაპირ რუსეთისთვის ჩაბარების პერსპექტივას. ამიტომ, ამ ყველაფერზე პასუხი უნდა იყოს.
ჩემი პირველი ადამიანური და ემოციური პასუხი გახლდათ პარლამენტის და არჩევნების ბოიკოტი, მაგრამ მე გუშინვე განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მივიღებდი ორი მთავარი ფაქტორიდან გამომდინარე, რომელიც გადამწყვეტია “ქართული ოცნების” დამარცხებაში. ეს გახლავთ, პირველი, ოპოზიციის ერთიანობა და მეორე, ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია. დღეს გამოჩნდა ოპოზიციური პარტიების სრული უმრავლესობის აზრი და პოზიცია, რომ ისინი აგრძელებენ ბრძოლას, ბრძოლა გრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც, ამიტომ მე ვიზიარებ ამ პოზიციას და ვუერთდები ოპოზიციის აბსოლუტური უმეტესობის ერთობას, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ბრძოლა გაგრძელდება პარლამენტშიც და ადგილობრივ არჩევნებზეც”- აცხადებს ბაქრაძე.
თაგები:
დავით ბაქრაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს