დავით ბერძენიშვილი – გაუგებარია, რატომ არ უნდა წავიდეს მაგალითად, “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე, საქართველოს ჭირდება ხატიას იქ წასვლა


ავტორი
Front News საქართველო
ოპოზიციამ უმრავლესობა დაითანხმა რომ ერთიანი დელეგაცია წასულიყო უკრაინაში და ახლა გაუგებარია ამაზე დისკუსიები, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის ხატია დეკანოიძის დელეგაციის შემადგენლობაში ყოფნა საქართველოს ჭირდება.
“გუშინწინ ოპოზიციამ ხელი გადაუგრიხა უმრავლესობას და დაითანხმა იმაზე, რომ ერთიანი დელეგაცია წასულიყო უკრაინაში ვიცე-სპიკერის, ან სპიკერის ხელმძღანელობით, გუშინ ხელისუფლებამ დააპირა ამ შეთანხმების მოპარვა და გამოიგონეს ეს რაღაც 3+3 ფორმატი, სადაც ოპოზიციას უთხრეს დაჭამეთ ერთმანეთი ამ სამი ადგილისთვისო. მაგრამ როდესაც დაინახეს, ქართული ოპოზიციის განშტოება რომ გვყავს უკრაინაში ზელენსკის ხელისუფლების სახით, იქ რომ უმრავლესობაში არიან, ისინი მაინც და მაინც თბილად არ შეხვდებოდნენ მარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, გაიაზრეს, რომ კონტრპროდუქტიული იქნებოდა მარტო მათი ჩასვლა და დაბრუნდა ის ფორმატი, რასაც მიაღწია ოპოზიციამ.
ამიტომ ძალიან გაუგებარია ახლა დისკუსიები, ერთად უნდა წავიდნენ თუ არა. გაუგებარია, რატომ არ უნდა წავიდეს მაგალითად „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე, რომელსაც უკრაინაში უზარმაზარი კონტაქტები აქვს, საქართველოს ჭირდება ხატიას იქ წასვლა“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
თაგები:
დავით ბერძენიშვილი

დავით ჭიჭინაძე – მიშა სააკაშვილი მარტო “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერად კი არ უნდა დარჩეს, მისი დაჭერის ასოცირება ქვეყნის თავისუფლებასთან უნდა მოხდეს

“ვერავითარი „რუსული რბილი ძალა“ ვერ შეარყევს საქართველოში ამერიკის რეპუტაციას ისე, როგორც თქვენი განცხადებები თუ დუმილი, რომელიც ხალხმა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნების მცდელობად შეიძლება აღიქვას”

ანრი ოხანაშვილი – რაც არ უნდა კვლევები ჩატარდეს, საზოგადოების დამოკიდებულება “ნაციონალური მოძრაობის“ მოძრაობის“ მიმართ ვერანაირად ვერ შეიფუთება