დავით ბერძენიშვილი – მე ვფიქრობ, რომ ამ ომს ივანიშვილი გადაყვება პოლიტიკურად


ავტორი
Front News საქართველო
ღარიბაშვილიც კი იმაზე მეტ სისულელეს რომ ამბობს, ვიდრე მისგან ველოდებით, ვფიქრობ, სწორედ ივანიშვილის აკვიატებების გაჟღერებაა, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა დავით ბერძენიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილი არაადეკვატურად აფასებს უკრაინაში მიმდინარე ომის პერსპექტივას და ფიქრობს, რომ რუსეთი გაიმარჯვებს.
“ივანიშვილს ძალიან დიდხანს ეგონა, შეიძლება, ახლაც კი ჰგონია, რომ პუტინი იგებს ამ ომს… მგონი, დღესაც პუტინისკენ არის. ღარიბაშვილიც კი იმაზე მეტ სისულელეს რომ ამბობს, ვიდრე მისგან ველოდებით, ვფიქრობ, სწორედ ივანიშვილის აკვიატებების გაჟღერებაა. იმის გამო, რომ რაკი მან ჩაიხვია, რომ მან იცის, რომ ამერიკა ყველაფერს კი არ ჩამოვა და რუსეთს ბოლომდე კი არ დაუპირისპირდება, ამიტომ მან უნდა შეინარჩინოს ეს ამბები. აბა, დანგრეულ და დამარცხებულ პუტინთან ივანიშვილიც აღარ დააპირებს ძმაკაცობას. მე ვფიქრობ, რომ ამ ომს ივანიშვილი გადაყვება, პოლიტიკურად და შესაძლოა, არა მხოლოდ პოლიტიკურად, იმიტომ რომ ამ ომს იგებს დასავლეთი, ეს არის ცივილიზაციის ომი, არაცივილიზებულ, წარღვნამდელ სამყაროსთან…
ივანიშვილის არაადეკვატურობა გამოვლინდა იმაშიც, რომ ქართველ ხალხს ახლა რაში ადარდებს ივანიშვილის ვერტმფრენი და მისი 500 მილიონი?“ – განაცხადა ბერძენიშვილმა.


ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა