Logo

დავით ბერძენიშვილი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს

პოლიტიკა
552
Frontnews image description

“რესპუბლიკური პარტიის” დამფუძნებელი დავით ბერძენიშვილი პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი კომისიის შექმნას ითხოვს. მისი განცხადებით, ოპოზიციამ რიგითობა უნდა დაიცვას და ჯერ ის კომისიები შეიქმნას,  რომელიც უფრო ადრეა ინიცირებული.

 

მისივე თქმით, “ლელოს” მიერ არის ინიცირებული ასევე  ანტიკორუფციული კომისიის შექმნა. ამ პარტიებს კომისიის შესაქმნელად ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა ჭირდებათ. 

 

ბერძენიშვილის თქმით, ასევე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა საპატრიარქოსთან დაპირისპირებას. 

 

“ივლისის ბოლოდან დევს პარლამენტში 5-6 ივლისის მოვლენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის  შესაქმნელი საკანონმდებლო ინიციატივა. ეს თემა გადაიფარა,  შეიქმნა ყალბი ილუზია, რომ ქუჩაში გადავიდოდა სტუდიები…

 

მე ვფიქრობ, რომ ოპოზიციური პოლიტიკის საპარლამენტო წარმომადგენლობა ვალშია ჟურნალისტებთან, ლექსოსთან, მთელ ჩვენს საზოგადოებასთან, უმცირესობების წარმომადგენლებთან, ორგანიზაციებთან, მათ მხარდამჭერებთან, აქტივისტებთან, ასევე მედიის წარმომადგენლებისგან ველი მეტ მხარდაჭერას, რომ ჯერ 5-6 ივლისის კომისია შეიქმნას”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა ტელეკომპანია “პირველის” ეთერში. 

 

მისივე თქმით,  „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს კიდევ ჰგონია, რომ თუ კომისაის შექმნას ხელს მოაწერენ და პარლამენტში არ იმუშავებენ, მათ მართლაც არ აქვთ გააზრებული სად არის მათი ადგილი.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები