დავით დოიაშვილი – “ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს


ავტორი
Front News საქართველო
“ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს, – ამის შესახებ რეჟისორმა დავით დოიაშვილმა ვასო აბაშიძის სახელობის თეატრის წინ განაცხადა.
სცენაზე მსახიობებმა აქციების დროს დაკავებულთა სახელები წაიკითხეს.
“ამ ადამიანებთან ერთად ქართული კულტურაც დაპატიმრებული ჰყავთ, ვიწყებთ “ახალი თეატრის” მანიფესტს, აქ დგომა არ იყო ჩვენი არჩევანი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ დიალოგის გზა გამოგვენახა პროკურატურასთან – ჩავწერეთ ვიდეოები, გავაჩერეთ სპექტაკლები, შევაგროვეთ ხელმოწერები, თავდებში დაუდგა მთელი ქართული კულტურა, დიდი მადლობა ამ ხალხს, ვინც დაგვეხმარა, მაგრამ პროკურატურამ ეს არ შეიმჩნია და მეტიც – გვითხრა, რომ ჩვენ არ ვარსებობთ და საერთოდ არ ვაინტერესებთ. დიახ, დააბნელეს ყველაფერი, რაც არ უნდა დააბნელოთ მთელი ქალაქი, სცენაზე შუქი აინთება, იქ ჩვენი ვიქნებით და ჩვენ გავიმარჯვებთ.
ჩვენ ვიწყებთ “ახალი თეატრის” მანიფესტს, ეს ჩვენი თეატრის ბრძოლა იყო და ამიტომ ვიწყებთ ჩვენ დღეს, მაგრამ ჩვენი მეგობრები, სხვა თეატრები, ყველა შემოგვიერთდება, აუცილებლად ერთად ვიქნებით.
“ახალი თეატრი” გადის რეგიონებში, ყველგან, ყველასთან მივალთ და დავილაპარაკებთ და ნახავთ რა შეუძლია თეატრს. შემოგვიერთდება აბსოლუტურად ყველა, ჩვენი მეგობრები, ჩვენ ერთდროულად გავიშლებით რეგიონებში და სდიეთ ქართულ თეატრს, სდიეთ”, – განაცხადა დოიაშვილმა.
თაგები:
დავით დოიაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა