დავით დოიაშვილი – ჩვენ შევძლებთ გავაკეთოთ ის, რომ რეალურად დაიწყოს მძლავრი ახალი ტალღა


ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შევძლებთ ყველაფერს, რომ ავიღოთ ჩვენს თავზე და გავაკეთოთ ის, რომ რეალურად დაიწყოს მძლავრი ახალი ტალღა, – ამის შესახებ ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით დოიაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, გარე დახმარებებზე მეტად მნიშვნელოვანი ქართული თეატრია.
“ბევრნაირი ბერკეტი შეიძლება მოიძებნოს. გავყვებით იმ პროცესებს, რაც იქნება. 23-ში დაიწყება ასეთი პირველი აქტიური ფორმა და შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ ვარსებობთ.
მე არ მგონია, რომ გარედან დახმარებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ქართული თეატრი და განსაკუთრებით, ქართველი მაყურებელი. ჩვენ შევძლებთ ყველაფერს, რომ ავიღოთ ჩვენს თავზე და გავაკეთოთ ის, რომ რეალურად დაიწყოს მძლავრი ახალი ტალღა.
ჩვენ დავაანონსეთ 23 იანვარი. 18:00 საათზე იქ გელოდებით და გაიგებთ ყველაფერს”, – განაცხადა დავით დოიაშვილმა.
ვასო აბაშიძის სახელობის “ახალი თეატრის” დასმა ხელისუფლებას დაკავებული მსახიობის ანდრო ჭიჭინაძის გასათავისუფლებლად ვადა 20 იანვრამდე მისცა. თეატრის დასი სამოქმედო გეგმის შესახებ 23 იანვარს, 18:00 საათზე ახალი თეატრის წინ ისაუბრებს.
თაგები:
დავით დოიაშვილი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს