დავით გამყრელიძე – არჩევნების შემდეგ, თუ გარკვეულ ვადაში ვერ შევჩერდებით კანდიდატურაზე, უპირობოდ მივიღებთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებულ პრემიერობის კანდიდატს

ავტორი
Front News საქართველო
ყველანი მზად ვართ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია და გარკვეულ ვადაში ვერ შევჩერდებით ერთიან კანდიდატურაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მზად არიან იმისთვის, რომ ეს ეჭვები და ეს საფრთხეები გაფანტონ.
“ეს ფორმატი იძლევა საშუალებას, რომ ჩვენ ცოტა ჩავუღრმავდეთ და უფრო ანალიტიკური შეფასება გავაკეთოთ ამ პროცესის. 26-ში გვაქვს არჩევნები, შემდგომ 26 დღის განმავლობაში მოხდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის დამტკიცება. შემდგომ 10 დღის განმავლობაში ხდება სხდომის მოწვევა და შემდგომ ხდება პირველი სხდომის ჩატარება, რომლის შემდეგაც, კონსტიტუციის თანახმად პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა საშუალება, რომ დაასახელოს პრემიერი და სამთავრობო გუნდი და კენჭის ყრის შემდეგ თუ არ ექნება შესაბამისი მანდატი შემდეგ დაიწყება ისევ 2-კვირიანი პერიოდი. მთავარი წუხილი, რასაც პრეზიდენტი ამბობს ტექნიკურ მთავრობასთან, პრემიერთან თუ სხვა, არის მისი ეჭვი, რომ ოპოზიციური პარტიები ვერ შეძლებენ ერთობლივ კანდიდატურებზე შეთანხმებას და ის თვლის, რომ უნდა ჰქონდეს ეს უფლება და უნდა ჰქონდეს ახლავე.
ქარტიაში არჩევნებამდე ამ საკითხის შემოტანა შეგნებულად არ ჩაიწერა, რადგან თავიდანვე პარტიებმა დააყენეს ეს პირობა, რომ ძნელია დღეს ჩვენ ვთქვათ, რომ ეს იქნება აუცილებლად არჩევნებამდე, რადგან ამომრჩეველს აქვს პრეროგატივა, ეს დღე ყველამ ვიცით, რომ არის ერთადერთი დღე, როდესაც ძალაუფლება გადადის ხალხის ხელში და ჩვენ მოდით წინასწარ ნუ მოვახვევთ თავს ნურაფერს, მაგრამ მოდით დროს დავუბრუნდები, რატომ ჩამოვთვალე ეს თქვენც კარგად იცით. ჩვენ მზად ვართ იმისთვის, რომ ეს ეჭვები და ეს საფრთხეები გავფანტოთ, ყველანი მზად ვართ, ხალხის და პრეზიდენტის წინაშე დავდოთ პირობა, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც ნათელი იქნება კომპოზიცია თუ გარკვეულ ვადაში ვერ შევჩერდებით ერთიან კანდიდატურაზე, უპირობოდ მივიღოთ პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული პრემიერობის კანდიდატიც და მისი მთავრობაც. პრეზიდენტს აქვს თავისი პოზიცია და თავისი ლოგიკა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო მისი ინიციატივა ამ ქარტიის შექმნისა, რადგან კოალიციის შექმნის პრინციპი არის საკითხებზე შეთანხმება“, – განაცხადა გამყრელიძემ
თაგები:
დავით გამყრელიძე




