Logo

დავით გამყრელიძე – “ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკით თუ არ დასრულდა 26 ოქტომბერს, დაკეტილი გვაქვს ევროპის კარი

პოლიტიკა
634
Frontnews image description

“ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკით თუ არ დასრულდა 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უარი თუ არ უთხრა “ქართულ ოცნებას” და მის მმართველობას, ჩვენ დაკეტილი გვაქვს ევროპის კარი, ის კარი, რომლის გახსნაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთვის იყო წარმოუდგენელი ნატვრა, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 ოქტომბერს მოქალაქეებმა უარი უნდა უთხრან ბიძინა ივანიშვილს, რითაც ქვეყანა ევროკავშირის კარს შეაღებს.

“ქართული ოცნება” თავისი პოლიტიკით თუ არ დასრულდა 26 ოქტომბერს, ქართველმა ხალხმა უარი თუ არ უთხრა “ქართულ ოცნებას” და მის მმართველობას, ჩვენ დაკეტილი გვაქვს ევროპის კარი, ის კარი, რომლის გახსნაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენთვის იყო წარმოუდგენელი ნატვრა.

დღეს ამ კარში შესვლას გვიკრძალავს “ქართული ოცნება”. 26 ოქტომბერს ჩვენ, ყველამ ძალიან თამამად უნდა შევაღოთ ევროკავშირის კარი იმით, რომ უარი ვუთხრათ ბიძინა ივანიშვილს და მის ოცნებას”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.

გერმანიის ბუნდესტაგმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონით საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს წინსვლა ვერ ექნება.

ბუნდესტაგის წევრებმა ხაზი გაუსვეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობასაც. აღნიშნულთან დაკავშირებით რეზოლუციაში წერია, რომ არჩევნები “იქნება გზაგასაყარი გადაწყვეტილება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს და ქვეყნის ევროპული კურსის შესახებ”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები