დავით გამყრელიძე – უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხმები იყოს დაცული და ვაპირებ, მაქსიმალური კომუნიკაცია მქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან

ავტორი
Front News საქართველო
მე პოლიტიკური გეგმები არ გამაჩნია, თავად არ ვაპირებ პარლამენტის წევრობისთვის ვიბრძოლო და კენჭი ვიყარო. ჩვენი, ყველას მთავარი მიზანი არის “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულება, – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა დავით გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ის აპირებს კოორდინაციას სხვა ოპოზიციურ პარტიებთან საარჩევნო ხმების დაცვის საკითხში.
“ჩვენი, ყველას მთავარი მიზანი არის “ქართული ოცნების” მმართველობის დასრულება. მე პოლიტიკური გეგმები არ გამაჩნია, თავად არ ვაპირებ პარლამენტის წევრობისთვის ვიბრძოლო და კენჭი ვიყარო. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ და საუკეთესო შედეგს დავდებთ ამ არჩევნებზე. მთავარია, რომ საზოგადოებამ ირწმუნოს და დაიჯეროს, რომ არჩევნებში მათ მონაწილეობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. თითოეული ხმა განაპირობებს ჩვენი ქვეყნის და მოქალაქის მომავალს.
ყველაფერი, რაც ილიამ თავის დროზე დაიწყო, აქტუალურია დღეს. განსაკუთრებით რუსული ხელისუფლების მმართველობის პირობებში.
ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ხმები იყოს დაცული და ამისთვის მე ვაპირებ, რომ მაქსიმალური კომუნიკაცია და კოორდინაცია მქონდეს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, მათი შტაბის ხელმძღვანელებთან. კი, ჩვენ ვართ სხვადასხვა სუბიექტები, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთი ვართ ერთ რამეში – ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული მმართველობა საქართველოში უნდა დასრულდეს, ჩვენ უნდა დავბრუნდეთ ევროპულ გზაზე და უმოკლეს ვადაში უნდა აღვადგინოთ ევროპასთან ურთიერთობა”, – განაცხადა დავით გამყრელიძემ.
თაგები:
დავით გამყრელიძე




