“დავით გარეჯის საკითხი ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და მეგობრობას შეეფერება”


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გარეჯის პრობლემა უახლოეს პერიოდში გადაწყდება. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"გვქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. შევეხეთ პრაქტიკულად ყველა საკითხს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ეხება. მათ შორის განვიხილეთ დავით გარეჯის საკითხიც. შევეხეთ ამ საკითხს, ბუნებრივია და შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება, დაჩქარდება და ძალიან მალე გადაწყდება ისე, როგორც ჩვენს ძმობას და ჩვენს მეგობრობას შეეფერება.
კომისიები გააგრძელებენ მუშაობას ძალიან მალე და მოგვიანებით უფრო კონკრეტულად გახდება ცნობილი. ამ ეტაპზე ეს არის, რაც შემიძლია გითხრათ", – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანში ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს