
ავტორი
Front News საქართველო
მაღალი ალბათობით, ეს პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ დააჩქარა, – აცხადებს იურისტი დავით ჯანდიერი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.
მისივე განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიღებაში დიდი როლი შეასრულა ასევე სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებულმა დასკვნამ.
“სინამდვილეში სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლოს პრინციპში აღარ რჩებოდა სხვა ალტერნატივა, თუ არა მოეთხოვა პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სპეცილიზებულ კლინიკაში. მთავრობა სერიოზულ დარტყმას მიიღებდა. საქმის გარემოებების მიხედვით, განცხადება გადაყვანის შესახებ ყველა შემთხვევაში გაკეთდებოდა 24 ნოემბრამდე, სასამართლოსთვის ინფორმაციის წარდგენის ვადის ამოწურვამდე. მაღალი ალბათობით, ეს პროცესი სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებამ დააჩქარა”, – წერს დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს