დავით ჯანდიერი – შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი


ავტორი
Front News საქართველო
შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი სასამართლოს საგნობრივი კომპეტენციის არქონის საფუძვლით, – ამის შესახებ იურისტი დავით ჯანდიერი სოციალურ ქსელში წერს.
“უზენაესი სასამართლოს მოსამართლის განცხადება შემხვდა იმის შესახებ, რომ აპირებს მიმართოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და გაასაჩივროს მისი რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში შეშვების აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებები.
კონვენციის მე-4 ოქმის მე-2 მუხლი, რომელიც განამტკიცებს მიმოსვლის თავისუფლებას, არ ანიჭებს უფლებას პირს მოიპოვოს ვიზა, რათა შევიდეს ან დარჩეს მოცემულ სახელმწიფოში და შესაბამისად, გაასაჩივროს ამგვარი უარი (Consorts Demir v. France, 2006, § 23).
უფრო ზოგადადაც, არ არსებობს კონვენციით ან მისი რომელიმე სხვა ოქმით გარანტირებული უფლება უცხოელის შესვლის, ცხოვრების ან დარჩენის კონკრეტულ ქვეყანაში (Makuc and Others v. Slovenia (dec.), 2007, § 210; Yildirim v. რუმინეთი (dec.), 2007).
შესაბამისად, შალვა თადუმაძის საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი Ratione Materiae შეუთავსებლობის, ე.ი. სასამართლოს საგნობრივი კომპეტენციის არქონის საფუძვლით”, – წერს ჯანდიერი.
უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე შალვა თადუმაძე, რომელიც ლიეტუვის მიერ დასანქცირებულ საქართველოს მაღალი თანამდებობის პირთა სიაშია, ლიეტუვის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს.
თაგები:
დავით ჯანდიერი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს