
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა კრწანისში, ვირსალაძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია ახალი სკვერის მოწყობასთან დაკავშირებით, ასევე სკვერის პროექტს გაეცნო მოსახლეობა.
“პროექტის ფარგლებში, ადგილზე გათვალისწინებულია ბილიკების, საბავშვო გასართობი მოედნის, მწვანე ღობისა და განათების სისტემის მოწყობა. დაგეგმილი სამუშაოები 1750 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება“, – განაცხადა დავით კაჭარავამ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე, კრწანისის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე და გამგებლის მოადგილე საბა პატაშური.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს