დავით კაჭარავა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს

ავტორი
Front News საქართველო
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავას კანდიდატურას დაუჭირა მხარი.
კომიტეტს დავით კაჭარავას კანდიდატურა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი უფრაქციო პარლამენტის წევრების მიერ წარედგინა.
კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ დავით კაჭარავას არჩევის საკითხს, ერთხმად დაუჭირეს მხარი.
თაგები:
დავით კაჭარავა




