დავით კეზერაშვილი – უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობის ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია


ავტორი
Front News საქართველო
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში, თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს, – ამის შესახენ სოციალურ ქსელში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი წერს.
“ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა.
მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი – იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა.
უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს – მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.
ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას.
ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში”, – წერს კეზერაშვილი.
უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fdavid.kezerashvili.526%2Fposts%2F1769693986553243&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”307″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
დავით კეზერაშვილი

ირაკლი კობახიძე – ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი მათთვის არის პრობლემა, 2012 წელს ისე დაამარცხა არჩევნებით, შოკიდან ვერ გამოვიდნენ, რვა არჩევნები წააგეს და ყველაფერს ამ კაცს აბრალებენ

ირაკლი ღარიბაშვილი – როგორ ბედავთ საერთოდ მაგის ლაპარაკს?! ადეიშვილის ხელის ბიჭი, ბანდიტი, ძარცვავდა, პირდაპირ ბანკებს ატერორებდა

ირაკლი კობახიძე – ყველამ დაინახა, რომ კეზერაშვილი, ჭუტა, ხაზარაძე-ჯაფარიძე და სააკაშვილი არიან ოლიგარქები