დავით ხაჯიშვილი – “ქართული ოცნება” მუდმივად ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, პარტნიორებს

ავტორი
Front News საქართველო
ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრის დავით ხაჯიშვილის განცხადებით, მის პოლიტიკურ პარტიას ხელისუფლება „ომის პარტიად“ მოიხსენიებს და თუ კი ქვეყნის ინტერესების დაცვა და პატრიოტიზმი „ომის პარტიას“ ნიშნავს, დაე იყოს ასე.
“თქვენგან მუდმივად ვისმენთ ბოღმასა და ღვარძლს, თქვენ გვეძახით „ომის პარტიას“. „ომის პარტია“ იმას თუ ნიშნავს, რომ ჩვენ ვიცავთ ქვეყნის ინტერესებს, ვართ ქვეყნის პატრიოტები, ჩვენი პარტნიორების და მეგობრების ერთგულები, დაე იყოს ასე და თქვენ ნუ გწყინთ, როდესაც საზოგადოება გეძახით „ღალატის პარტიას“. დიახ, თქვენი ხელმძღვანელობა მუდმივად ღალატობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, ღალატობს პარტნიორებს, ჩვენ უახლოეს მეგობრებს, თავს ესხმის უკრაინას, უკრაინის მაღალი თანამდებობის პირებს, ვინც დღეს ფრონტზეა, რუსული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
ასევე დატყვევებული გყავთ, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი და უკრაინის მაღალი თანამდებობის პირი, მიხეილ სააკაშვილი. თქვენი ხელისუფლება პუტინის გასახარად, მიზანმიმართულად კლავს ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, ამის შემდეგ გინდათ დავიჯეროთ, რომ ქვეყნის ხელისუფლება ქვეყნის ბედზე ზრუნავს და ქვეყნის ინტერესებზე ზრუნავს? არა ამის ქვეყნის უმრავლესობას აღარ სჯერა, კიდევ ერთხელ მივმართავ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპაში გადაიყვანეთ.
ჩვენი ქვეყნის ერთ ერთი მთავარი მონაპოვარი – პოლიცია გადააქციეთ ჯალათებად. ბათუმში და სხვა ქალაქებში პატრიოტ მოქალაქეებს უსაფუძვლოთ და პოლიტიკური ნიშნით იჭერენ, როდესაც ისინი მშვიდობიანად აპროტესტებენ ქვეყანაში შექმნილ მდგომარებას. მე მინდა მივმართო და მათ უთხრა, ჯერ კიდევ გაქვთ დრო, მოიქცეთ ისე, როგორც ნამდვილ პოლიციელს შეეფერება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენც მოგიწევთ პასუხი აგოთ დავალებების გამცემ პირებთან ერთად“, – განაცხადა დავით ხაჯიშვილმა.
თაგები:
დავით ხაჯიშვილი




