Logo

დავით ხიდაშელი – ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში

პოლიტიკა
639
Frontnews image description

ბიზნესმენი დავით ხიდაშელი მოძრაობა “დროას” მიერ ბიძინა ივანიშვილთან ერთად მისი დასანქცირების მოთხოვნას ეხმაურება.

 

ხიდაშელი გამორიცხავს, რომ ევროპარლამენტი მის მიმართ სანქციების საკითხი განიხილავს. 

 

“ანდერსონს გადაუჯოკრა მეზღაპრეობაში [ხოშტარიამ], მე პოლიტიკაში არ ვღებულობდი, არ ვღებულობ და არ ვაპირებ რაიმე მონაწილეობას არანაირი სახით. მე ვარ ქართველი და მარტო დავეხმარები საქართველოს საზღვრების აღდგენა-გასწორებაში. საქართველო ეკუთვნის ქართველებს და მეც მათი ნაწილი ვარ. რაც შეეხება ტყუილებით და უსაფუძვლო დაბრალებებით ჩირქის მოცხების მცდელობებს ჩემს მიმართ, ისეთი ადამიანების დაუცველი დემოკრატია შექმენით მანდ, რომ ჩივილს აზრი არ აქვს. რასაც უნდა იძახიან და წერენ, ენას ძვალი არ აქვსო რომ იტყვიან“, – აცხადებს დავით ხიდაშელი ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები