
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ დავით კეზერაშვილის შესახებ ნიკა მელიას განცხადება უცნაურია.
“უცნაური განცხადებაა. ბუნებრივია, ჩვენი, არა მხოლოდ ოპოზიციის, ყველა ამ ქვეყნის პატრიოტის მთავარი ამოცანა დღეს არის ის, რომ ოლიგარქი, რომელიც აშორებს ჩვენს ქვეყანას ევროპას, რომელმაც ამდენი პრობლემა შეუქმნა ჩვენს ხალხს და ხელთ უპყრია ძალაუფლება, მიტაცებული აქვს ხელისუფლების აბსოლუტურად ყველა შტო, ეს არის ქვეყნის მთავარი პრობლემა. ახლა ისრების სხვაგან გადატანა და ენერგიის ხარჯვა სხვა საკითხებზე, ჩემი აზრით, არ არის სწორი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ “ფორმულას“ ეთერში.
“ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ განაცხადა, რომ „რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან კეზერაშვილი, მით უკეთესი იქნება პირადად მისთვის და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის, მით უფრო ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში“.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს