
ავტორი
Front News საქართველო
“ნაციონალური მოძრაობა” მხარს დაუჭერს გენერალური პროკურორის არჩევის წესის საკონსტიტუციო ცვლილებას, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცვლილებებით გათვალისწინებული წესი ბევრად სჯობს არსებულ წესს.
“ნაციონალურ მოძრაობას” ჩვენი პოზიცია გვაქვს და ეს დეკლარირებულია, თუ როგორ უნდა იქნას არჩეული და ვის მიერ უნდა იქნას შერჩეული გენერალური პროკურორის კანდიდატურა და კარგად მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვამბობთ და გვსურს, რომ ის იყოს შერჩეული არასამთავრობო სექტორის მიერ, საზოგადოების მიერ და მთლიანად დაცლილი იყოს პოლიტიკისგან, მაგრამ ის ცვლილება, რომელიც დღეს შემოდის კონსტიტუციაში და განუსაზღვრავს შემდგომ ორ პარლამენტს იმას, რომ გენერალური პროკურორი აირჩეს კვალიფიციური უმრავლესობით, ბევრად ჯობია იმ წესს, რომელიც დღეს. “ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციაში გაიმართა დისკუსია ამასთან დაკავშირებით და ჩვენ მხარს დავუჭერთ აღნიშნულ ცვლილებებს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვა დაიწყო, რომელიც პარლამენტის მიერ გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს