დავით კირკიტაძე – ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამტყუნა რუსეთი 2008 წლის ომში და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა დააკისრა


ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენ ვნახეთ, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების დაცვას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 61% უჭერს მხარს, საქართველოს მოქალაქეების 61%-მა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის უფლება, რომელიც არ არის უზრუნველყოფილი დღეს ხელისუფლების მიერ, უნდა იყოს დაცული. მადლიერი ვარ ამ მოქალაქეების, რომლებიც მზად არიან ყველაფერი გააკეთონ, რომ სააკაშვილის სიცოცხლე იქნეს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა დავით კირკიტაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
როგორც დავით კირკიტაძემ აღნიშნა, ამ დღეებში ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ გაამტყუნა რუსეთი 2008 წლის ომში და მათ მიერ ჩადენილი დანაშაულისთვის საკმაოდ სოლიდური თანხა დააკისრა.
“მანამდე იყო ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო, რომელმაც განაჩენი გამოუტანა მარიონეტული ხელისუფლების სამ წარმომადგენელს. მინდა მივულოცო ყველა პატრიოტს, ყველა სამხედროს, სამოქალაქო საზოგადოებას. აგვისტოს ომში რუსეთი მთლიანად ჩართული იყო და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რუსეთი ამ ომში იყო დამნაშავე, ასევე ომის ინიციატორი და კონკრეტული დანაშაულობები ჩადენილი იყო მათი მხრიდან. ამით კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ სწორედ იმ ადამიანებს, რომლებიც ცდილობდნენ ეწარმოებინათ ცრუ პროპაგანდა და რამენაირად შემოეტრიალებინათ ჩვენკენ ისრები. მე მინდა ყველა სამხედროს, გენერალს და განსაკუთრებით მთავარსარდალს, მივულოცო, ადამიანს, რომლის მიმართ 20 წელი განუწყვეტლად მიმდინარეობს ნეგატიური კამპანია – რუსული პროპაგანდა, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოშიც გამოუჩნდნენ მიმდევრები. მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მიმდინარეობს ეს კამპანია უწყვეტად, ჩვენ ვნახეთ, რომ მისი სიცოცხლის გადარჩენას, მისი ჯანმრთელობის უფლების დაცვას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 61% უჭერს მხარს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თაგები:
დავით კირკიტაძე

ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს, თუ რა სახის დახმარება გაუწიეს ერთმანეთს საქართველომ და უკრაინამ 2008 – 2022 წლებში

სტრასბურგის სასამართლომ ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა მიერ რუსეთის კოორდინაციით წარდგენილი საჩივრები დაუშვებლად ცნო

საია – ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა