
ავტორი
Front News საქართველო
მივესალმები ყველა ადამიანს, ვისაც სურს “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება და ამოქმედება და არა ის, რა მდგომარეობაშიც დღეს არის პარტია, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას პასუხად განაცხადა.
კირკიტაძე ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის შესახებ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ ეს ადამიანები მისი მეგობრები არიან.
“ნიკა მელიას უკვე ჩვევაში გადაუვიდა ნახევრად და მინიშნებებით საუბარი, უნდა ისაუბროს გახსნილად. მე რა ვიცი, ვის გულისხმობს. მივესალმები ყველა ადამიანს, ვისაც სურს “ნაციონალური მოძრაობის” გაძლიერება, ამოქმედება და ეფექტურობა და არა ის, რა მდგომარეობაშიც დღეს არის “ნაციონალური მოძრაობა”.
არაერთხელ მითქვამს და კიდევაც გავიმეორებ ბევრჯერ ამ ადამიანებთან მაკავშირებს მეგობრული ურთიერთობა, თუმცა ბოლო ერთი კვირაა არ მინახავს“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ნიკა მელიამ განაცხადა, რომ ის ადამიანები, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებზე გავლენას ახდენენ, კულისებიდან უნდა გამოვიდნენ.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს