დავით კირკიტაძე – საკითხი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, განხილვა იქნება თუ კენჭისყრა, კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებებია


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას” წევრი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ ბარიერის დაწევასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის დროს, ისინი ერთჯერადად შეწყვეტენ საპარლამენტო ბოიკოტს.
“საქართველოს კონსტიტუციაში განისაზღვროს, რომ ყოველი შემდგომი არჩევნები საქართველოში ჩატარდება პროპორციული წესით, რომ ბარიერი იქნება დაბალი, რათა ქართველი ამომრჩევლის არც ერთი ხმა არ დაიკარგოს – აი, ეს მისია დარჩა საქართველოს პარლამენტს შესასრულებელი და იმის გამო, რომ “ქართული ოცნება” კიდევ ერთხელ არ გაექცეს ამ ვალდებულებას და არ თქვას, რომ მათ არ ჰყოფნით საჭირო ხმები, ჩვენ ვინარჩუნებთ მანდატებს და საკითხი, რომელშიც ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას, განხილვა იქნება ეს, თუ კენჭისყრა, იქნება ეს: კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები”- აცხადებს კირკიტაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს