
ავტორი
Front News საქართველო
“თუ მართლა გულწრფელად გსურთ ევროპულ გზაზე ჩვენ გვქონდეს პროგრესი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, აუცილებლად უნდა გათავისუფლდეს ნიკა გვარამია და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული სხვა ადამიანები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ევროკავშირში არ არიან ისეთი ქვეყნები, რომლებსაც პოლიტიკური პატიმრები ჰყავთ.
“ეს იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი იმისათვის, რომ ერთობლივად ყველამ, მმართველმა პარტიამ და ოპოზიციამ, ევროპული კოლეგები დავარწმუნოთ იმაში, რომ ჩვენ მართლა ვიმსახურებთ სტატუსს, ჩვენ ვართ მართლა ძირძველი ევროპული ცივილიზაციის ნაწილი“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს