
ავტორი
Front News საქართველო
ვიღაც შეიძლება კმაყოფილია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის, ვიღაც უკმაყოფილოა, გადაწყვიტოს ეს ხალხმა, მხარდამჭერებმა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა დავით კირკიტაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ნიკა მელია ამის წინააღმდეგი არასდროს ყოფილა.
“ქვეყანა თუ გვინდა წავიდეს წინ, უნდა ჩატარდეს ვადამდელი არჩევნები და ასევე პარტიაშიც უნდა ჩატარდეს არჩევნები. გავიდა 2 წელი, რომელიც საკმარისია შეფასებისთვის. ვიღაც შეიძლება კმაყოფილია ნიკა მელიას თავმჯდომარეობის, ვიღაც უკმაყოფილოა, გადაწყვიტოს ეს ხალხმა, მხარდამჭერებმა.
სხვათაშორის, ამის წინააღმდეგი ნიკა მელია არ იყო და არა მგონია, რომ დღესაც იყოს. ამის წინააღმდეგი იყვნენ ის ადამიანები, ვინც დღეს გამოდიან და მიუთითებენ, რომ ახლა დრო არ არის, თითქოს დღეს გაიგეს, რა უბედურებაც გვჭირს ქვეყანას და დღეს გაიგეს, რა დღეშია მიხეილ სააკაშვილი. არ მინდა ამ ახალგაზრდებს, “ნაციონალური მოძრაობის” მომავალს ვუწოდო “პარტიზანები“, – განაცხადა დავით კირკიტაძემ.
თაგები:
დავით კირკიტაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს