დავით კირთაძე – მოვუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ცესკოს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება


ავტორი
Front News საქართველო
ცესკო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის მავნე პრაქტიკას განაგრძობს, – ამის შესახებ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა დავით კირთაძემ ცესკოსთან გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, ცესკოს წევრები საოლქო კომისიებში პარტიული ნიშნით დაინიშნნენ, რაც აჩენს საფრთხეს, რომ ისინი დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ.
“მიუხედავად იმისა, რომ არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, დანიშვნის მთავარი კრიტერიუმი უნდა ყოფილიყო ნეიტრალურობა და ობიექტურობა, გუშინ ცესკომ სხდომაზე აირჩია მუნიციპალიტეტებში საჯარო მოხელეებად დასაქმებული პირები და ასევე, მმართველი პარტიის ხელმძღვანელი პირების ნათესავები. წინა წლების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ასე არჩეული კომისიის წევრები უბნებზე არსებულ დარღვევებზე არასდროს რეაგირებდნენ და იღებდნენ მმართველი პარტიისთვის სასურველ გადაწყვეტილებებს. სამწუხაროა, რომ ცესკოს დღევანდელი შემადგენლობა, ასეთი არჩევებით, ნამდვილად არ უწყობს ხელს სამართლიანი და მიუკერძოებელი არჩევნების ჩატარებას, ასევე, დღეს საოლქო კომისიის წევრები იწყებენ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევის კონკურსს.
არ გვაქვს იმედი, რომ ასე არჩეული და დანიშნული, ე.წ. ნეიტრალური საოლქო კომისიის წევრები შეძლებენ და დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გადაწყვეტილების მიღებას, ამიტომ მოვუწოდებთ საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ყველა ჩართულ მხარეს, რათა აკონტროლონ პროცესი და ცესკოს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება”, – განაცხადა დავით კირთაძემ.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს