
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II შეხვდა. პატრიარქმა დავით კოდუა დალოცა და ჯვარი აჩუქა.
“სიწმინდეების მოლოცვის დროს, ღვთისგან მომეცა წყალობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს უწმინდესსა და უნეტარესს ილია II-ს შევხვედროდი.
კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევა უდიდესი ძალაა ჩემი დიდი პასუხისმგებლობით სავსე საქმიანობაში. ერის სულიერ წინამძღვართან გატარებული თითოეული წუთი, არის ჩემს სიცოცხლეში არსებული ყველაზე დიდი ბედნიერება. მადლობა უწმინდესსა და უნეტარესს ზუგდიდის დალოცვისთვის და გამოხატული უდიდესი მამაშვილური სიყვარულისთვის!
უწმინდესის ბოძებულ ჯვარს მთელი სიცოცხლე რწმენითა და სიყვარულით ვატარებ! პატრიარქის წინასწარმეტყველება აუცილებლად ახდება – საქართველო გამთლიანდება და ჩვენ ყველა ერთად ვილოცებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში!
გვქონდა შესაძლებლობა პატივი მიგვეგო უწმინდესის მშობლების საფლავისთვის!
მადლობა სამყაროს შემოქმედს და დედაღვთისმშობელს ამ შესაძლებლობისთვის!“ – წერს დავით კოდუა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს