Logo

დავით კოდუა – “ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორცეული ძალადობა

პოლიტიკა
19.09.2024 / 22:08
Frontnews image description

“ნაციონალური მოძრაობა” ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ განაცხადა.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის ინფორმაციით, ენმ-ის წევრებმა დღეს, ბარამიას დასახლებაში დევნილებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

დავით კოდუა ყველა სადამკვირვებლო მისიას მოუწოდებს შეისწავლონ მომხდარი ფაქტი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

“ნაციონალური მოძრაობა“ ჩვეულ სტილში განაგრძობს მოსახლეობისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, მათ დღეს, ზუგდიდში, ბარამიას დასახლებაში ჩვენს ძვირფას დევნილებს ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. მიზეზი კი ძალადობრივი პარტიის მისამართით მოსახლეობისგან  გამოთქმული პროტესტი და მათთან კომუნიკაციაზე უარი გახდა.

“ნაციონალური მოძრაობა“ და მათი დანაყოფები ცდილობენ მშვიდ საარჩევნო გარემოში შემოიტანონ მათთვის სისხლხორცეული ძალადობა, ამ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი მოსახლეობა ეზიზღებათ აუცილებლად გასცემს ქართველი ხალხი პასუხს.

ისინი არ ერიდებიან მცირეწლოვან ბავშვებსაც კი და მშობლებს, ბავშვების თვალწინ უპირისპირდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ განსხვავებული აზრი გააჩნიათ.

ის რაც მოძალადე პარტიამ ზუგდიდში ჩაიდინა არის ყოვლად მიუღებელი ფაქტი, მოვუწოდებთ ყველა სადამკვირვებლო მისიას შეისწავლონ მომხდარი, რომელიც მოწმობს ამომრჩევლის ზიზღს, განსხვავებული აზრის მიუღებლობას და ძალადობას.

ჩვენი ქვეყნის მტრები 26 ოქტომბერს მიიღებენ პასუხს ყველა იმ ქმედებაზე რასაც სჩადიან!“ –  აცხადებს კოდუა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები