
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, ჩხოუშის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებს შეხვდა.
კოდუამ მოქალაქეებთან საუბარში აღნიშნა, რომ ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა სოფელში პრიორიტეტის დოკუმენტების შეიქმნება, სადაც პროექტებს თავად მოქალაქეები აირჩევენ.
“დღის ბოლოს, შეხვედრები სოფელ ჩხოუშში გავმართეთ. ადგილობრივები სოფლისთვის სახელის შეცვლას და მისთვის ახალი ოდიშის დარქმევას ითხოვენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ასეც ვგეგმავთ. სოფელში არსებული საჭიროებების შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მივიღე. პარლამენტში ჩემი უფლებამოსილების ცნობის დღიდან დავიწყებთ ყველა სოფელსა და ქალაქის ყველა უბანში პრიორიტეტების დოკუმენტის შექმნას. ეს იქნება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პროექტების ნუსხა, რომელსაც თავადვე აირჩევენ და მოსახლეობას ეცოდინება, რა პერიოდში განხორციელდება მათ მიერ მოთხოვნილი სამუშაოები. ჩვენ მოქალაქეებთან არ მივდივართ დაპირებებით, მივდივართ საქმით, რომლის კეთებასაც მათთან ერთად ვაპირებ“, – აცხადებს კოდუა.
თაგები:
დავით კოდუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს