
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატმა დავით კოდუამ მოქალაქეებთან მორიგი შეხვედრა ჭკადუაშში, დადიანების ყოფილი სამონადირეო რეზიდენციის ეზოში გამართა.
მმართველი პარტიის დელეგატობის კანდიდატმა, ვიცე-პრემიერ ირაკლი ჩიქოვანთან და ზუგდიდის მერ მამუკა წოწერიასთან ერთად, მოქალაქეებს „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა გააცნო, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა და გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
“შეხვედრა ჭკადუაშში, დადიანების ყოფილი სამონადირეო რეზიდენციის ეზოში გავმართეთ. სალომე დადიანისა და აშილ მიურატის შთამომავლებმა ეს ადგილი ულამაზეს ტურისტულ ლოკაციად აქციეს.
შეხვედრაზე ვიცე-პრემიერთან, ირაკლი ჩიქოვანთან და ზუგდიდის მერთან, მამუკა წოწერიასთან ერთად მიმოვიხილეთ „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამა, ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე ზუგდიდთან მიმართებით, მოქალაქეებს ჩავაბარეთ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
საამაყო მართლაც ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს: საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების, სოფლის მეურნეობის, გაზიფიცირების, საგანმანათლებლო, სპორტული და კულტურის ობიექტების მშენებლობა-რეაბილიტაციის კუთხით. რა თქმა უნდა, გვაქვს გამოწვევები. ამ საჭიროებების მოგვარებას მე, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით და მოსახლეობასთან კონსულტაციებით ვგეგმავ. ყველა სოფელი თავად აირჩევს პრიორიტეტს, ყველა მოქალაქეს ეცოდინება როდის, რა პრობლემას გადავჭრით.
მადლობა თითოეულს მოქალაქეს ამ დღეების განმავლობაში გამოხატული უდიდესი სითბოსთვის და მხარდაჭერისთვის. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ!“- განაცხადა დავით კოდუამ.
ჭკადუაშში გამართულ შეხვედრას მმართველი პარტიის პროპორციული სიის წევრი გრეტა წიწავა ესწრებოდა.
თაგები:
დავით კოდუა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს