
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს საოკუპაციო ხაზთან მდებარე შამგონაში იმყოფებოდა და ადგილობრივებს შეხვდა.
მასთან ერთად შეხვედრაზე სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა.
“საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ შამგონას მცხოვრებლებმა ყველაზე კარგად იციან მშვიდობის ფასი. ამ სოფელმა არაერთხელ იგრძნო, რას ნიშნავს ოკუპანტებისგან მომდინარე საფრთხე. აქ ყველა ერთხმად თანხმდება, რომ ამ ქვეყნის შეუქცევადი განვითარებისთვის, მათი ოჯახებისა და შვილების უსაფრთხოებისთვის მშვიდობა მთავარი გარანტია. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ, პირველ რიგში, დავიბრუნოთ ჩვენი აფხაზი თანამოქალაქეები და ერთად ვიცხოვროთ ერთიან საქართველოში. სწორედ ეს არის თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანიც და ოცნებაც”, – აცხადებს კოდუა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს