
ავტორი
Front News საქართველო
“მჯერა, რომ იმ 12-პუნქტიანი გეგმის ვადაში შესრულებას შევძლებთ. ევროკავშირის ბიუროკრატიაზე ვსაუბრობდით და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველო კანდიდატობის წევრებს შორის კორუფციის მაჩვენებლით, დემოკრატიული ინსტიტუციებით პირველი იყო. უკრაინაც და მოლდოვაც მას ბევრად ჩამორჩებოდა, მაგრამ ერთ დღეში ყველაფერი შეტრიალდა და ორივე ქვეყანას ყველა პარამეტრით ჩამოვრჩით,’’ – ამის შესახებ მწერალმა დავით მაღრაძემ გაზეთ “კვირის პალიტრასთან’’ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც დავით მაღრაძემ აღნიშნა, საქართველოს ასეთი “დასჯა” სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. მისი აზრით, მეორე ფრონტის გახსნა, ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა.
“ორივეს წარმატებას ვუსურვებ, განსაკუთრებით უკრაინას, რომელიც ყოველ წუთს კარგავს ადამიანებს, მაგრამ ჩვენი ასეთი “დასჯა” სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის კრიზისზე მიანიშნებს. დაგვსაჯეს იმიტომ, რომ მეორე ფრონტი არ გავხსენით, რაც ჩვენთვის თვითგანადგურების ტოლფასი იქნებოდა. ჩვენც გვაქვს ცოდვები, მაგრამ უცოდველი არც ევროკავშირია, არც ბრიტანეთის სამეფო ან სხვა ქვეყანა’’, – განაცხადა დავით მაღრაძემ.
თაგები:
დავით მაღრაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს