დავით მაღრაძე – ის ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი შაჰინია და არა შაჰინ-შაჰი, როგორც საქართველოში ბევრს ჰგონია


ავტორი
Front News საქართველო
“სამწუხაროა, როდესაც ამ რანგის პოლიტიკოსისგან ასეთი უსამართლო ბრალდება ისმის, მაგრამ ის ერთი ამერიკელი პოლიტიკოსი შაჰინია და არა შაჰინ-შაჰი, როგორც საქართველოში ბევრს ჰგონია. ეს პირადად მისი შეფასებაა და არა მთელი დასავლური სამყაროს პოზიცია. ვფიქრობ, მას რაღაც საკითხებზე ინფორმაცია არა აქვს, ან თუ აქვს და მაინც ასე მიაჩნია, მაფიქრებინებს, რომ ტენდენციურია. საქართველოში ჩამოსულმა ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ სრულიად საწინააღმდეგო კომენტარი გააკეთა. რომელი დავიჯეროთ? – ამის შესახებ პოეტი დავით მაღრაძე „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აცხადებს.
მისი თქმით, ფრაგმენტული შეფასებების მიუხედავად, საქართველო სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს და ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც მისკენ მიისწრაფვის.
“ჩვენ ჩვენი, ქართული სიმართლე უნდა შევქმნათ და ვატაროთ. არა მგონია, შაჰინის პოზიცია ამერიკის სახელმწიფოს მტკიცე პოზიციას გამოხატავდეს, რადგან მანამდე ვარჰეის განცხადებაც მოვისმინეთ. საქართველოზე ვინ რას იტყვის, იმის მიხედვით ვერ ვიგლოვებთ და ვერც ვიდღესასწაულებთ. საქართველო, ასეთი ფრაგმენტული შეფასებების მიუხედავად, სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას განაგრძობს და ევროკავშირის უსამართლო გადაწყვეტილების მიუხედავად, მაინც მისკენ მიისწრაფვის… ზოგიერთი ევროპარლამენტარი კანდიდატობის სტატუსის სანაცვლოდ მეორე ფრონტს გვთავაზობდა, მაგრამ ჩვენ ამ ორგანიზაციასთან თანამშრომლობა გვინდა და არა სიკვდილის შემდეგ ზეციურ ევროკავშირში მოხვედრა. ჩვენთვის მეორე ფრონტის გახსნა სიკვდილს უდრის. ჩვენი საგარეო კურსი აშკარაა. გარდა ამისა, ის, რომ რუსეთი და ამერიკა მსოფლიოს ინაწილებენ, ძველი შეხედულებაა, ახლა რეგიონში გავლენისთვის თურქეთ-აზერბაიჯანი, ირანი, სომხეთი, დასავლეთი იბრძვიან. უკრაინის ომმა ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის რუსეთის ჰეგემონიაც. თუმცა დღევანდელი სამყარო მხოლოდ ტენდენციური ადამიანებისთვის დარჩა რუსეთ-ამერიკის გავლენის სფეროებად. ამერიკას ევროკავშირზე გავლენა აქვს, მაგრამ მსოფლიო ჰეგემონი არც ის არის. ევროკავშირს მომავალში მეტი დამოუკიდებლობა სურს და ამას ესწრაფვის. ამიტომ ვირჩევთ ევროპას ამერიკასთან სტრატეგიული პარტნიორობის პარალელურად. ამ ომში უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. მეტიც, განვითარდება, ოღონდ იმედია, დემოკრატიის და არა არესტოვიჩის გზით, რომელიც ყვარყვარე თუთაბერივით მილიონიანი არმიით ხან თბილისს მიადგება, ხან კი ტრაპიზონს… რუსეთიც, როგორც სახელმწიფო, პირისაგან მიწისა არ აღიგვება, ის გადარჩება, მაგრამ იმედია, პროგრესული ქვეყანა გახდება. მანამდე კი არ იკვეთება ნიშნები, რომ იმ ძალებს, რომელთაც ამ ომის შეჩერება შეუძლიათ, მისი მალე დასრულება სურდეთ. აშკარაა, რომ ვიღაცებს ძალიან სურთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის ჩაშლა, ეს მათ გამარჯვებად მიაჩნიათ. დღევანდელ პოლიტიკაში არის ხელისუფლება და ძალიან მცირე გამონაკლისის, “გირჩისა” და “ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების” გარდა, რომელთაც მოსახლეობაში გავლენა არა აქვთ, ოპოზიცია აღარ არსებობს. “ნაცმოძრაობა” და რამდენიმე უსახური პარტია, რომლებიც მხოლოდ ქაღალდზე არსებობენ, მოსახლეობის მხარდაჭერას კარგავენ. ლოგიკურად ასე უნდა ყოფილიყო, რადგან როდესაც ადამიანებს დანაშაული აერთიანებს, მათი დაცალკევება რთულია, რათა მათი საქმეები არ გამჟღავნდეს. ამიტომაც იცავენ ერთმანეთს კბილებით, მაგრამ როდესაც საყრდენი გამომზეურდება, ერთობაც იშლება, რადგან ერთმანეთის დაცვა აზრს კარგავს. შესაძლოა ფინანსები ახლაც აქვთ, მაგრამ ერთმანეთთან მაინც ანტაგონიზმი გაუჩნდათ. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, მაშინაც ვიცოდით, რას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა ბოლომდე გამოაჩინეს სახე. ახლა ჩვენი მთავარი საფრთხე ოპოზიციის გარეშე დარჩენილი ხელისუფლებაა და შეცდომების დაშვების საშიშროება იზრდება. როდესაც ოპოზიციის ველი ცარიელია, საზოგადოება უნდა იყოს ფხიზლად და ხელისუფლებას შეცდომების დაშვების უფლება არ მისცეს. იქნებ გამოჩნდეს ახალი პოლიტიკური ძალა სახელმწიფოს საკეთილდღეოდ და არა მის წასაშლელად, რასაც “ნაციონალები” წლების განმავლობაში აკეთებდნენ“ – აცხადებს დავით მაღრაძე.
თაგები:
დავით მაღრაძე

სოზარ სუბარი – კარლ ბილდტის მიერ ერთ დროს მიღებული თანხები როგორც ჩანს, დღემდე მოქმედებს, ეს არის ის ქრთამი, რომელიც ჯოჯოხეთს ანათებს და აკეთებინებს განცხადებებს, თითქოს სააკაშვილის პატიმრობა უკანონოა და საქართველოში ოპოზიციის დევნა მიდის

დავით ბერძენიშვილი – ღარიბაშვილმა მოახერხა, ის რაც 30 წლის განმავლობაში ვერავინ შეძლო, რომ ბრიუსელისთვის დღეს ერევანია მთავარი პარტნიორი და არა თბილისი

დავით მაღრაძე – საქართველოში მოსახლეობა მეორე ფრონტს მხარს არ უჭერს, ერთადერთი იმუშავებს ფრაზა „არა ომს!“, რომლის გარშემოც შესაძლებელია, მოხდეს მოსახლეობის სრული მობილიზაცია და ეს ასეც იქნება, თუ საჭირო გახდა